ბ. გაბაშვილის სახელობის პარკი

http://park.infokutaisi.com/

კულტურისა და დასვენების პარკი

 

დამატებითი ინფორმაცია

  • ლოგო:: ლოგო:
  • დასახელება:: შ.პ.ს. „ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი“
  • საქმიანობის სფერო:: გართობა და დასვენება
  • მისამართი:: საქართველო, ქუთაისი 4600, ვაჟა ფშაველას #1
  • ტელეფონი:: (0431) 245629 (0431) 250579
  • ელ_ფოსტა:: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
  • ინფორმაცია::

    ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი ქუთაისში ყველაზე მაღალი პარკია და ამავდროულად მოსახლეობის თავშეყრისა და გასეირნება-გართობის ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია.

    ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი ზღვის დონიდან 220  მეტრზე მდებარეობს, ქუთაისი კი საშუალოდ 140 მეტრზეა. ქუთაისის ცენტრიდან პარკამდე 0,5 კილომეტრია, რასაც საშუალოდ 3 წუთი სჭირდება მსუბუქი მანქანით  ყველაზე მოკლე გზით ტრანსპორტირება შესაძლებელია საბაგირო გზის მეშვეობით; ამ ობიექტების რეკონსტრუქცია დასრულდა 2008 წელს.
    პარკის რეკონსტრუქცია დაიწყო 2007 წლის აგვისტოს თვეში და გაიხსნა 2008 წლის 5 აგვისტოს. პარკის ტექნიკური სამსახური უზრუნველყოფს ატრაქციონების ტექნიკურ უსაფრთხოებასა და შესაბამისობას უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებთან. საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველწლიურად ახდენს ატრაქციონების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის სერტიფიცირებას. პარკში ამ დროისთვის 12–მდე ატრაქციონი და სათამაშო დანადგარი ფუნქციონირებს. პარკი ატრაქციონების მიხედვით რამდენიმე კატეგორიად იყოფა: საბავშვო ზონა, ექსტრემალური ზონა, საოჯახო ზონა.
    პარკი 1968  წელს გაშენდა. მისი ფართი 4,6 ჰექტარს აღემატება. პარკის მთავარი ღერძი 36 მეტრი სიმაღლის კავშირგაბმულობის კოშკი-ანძაა. პარკს ქუთაისში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილმდებარეობა აქვს  სამშენებლო სამუშაოებს ადგილობრივი კომპანიები აწარმოებდნენ. პირველი ნაწილის დასრულება 2008 წლის ზაფხულში.
    განახლებული ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი მრავალი ატრაქციონით დამშვენდა:
    პარკში შესვლა უფასოა. შესავლელში სალაროა, ყველა ატრაქციონზე სხვადასხვა ფასია:

    •    ჟეტონის აპარატები - 0,5 ლარი
    •    ქარიანა - 1,00 ლარი
    •    მხიარული კარუსელი - 1,00 ლარი
    •    საბავშვო გემი - 1,00 ლარი
    •    საბავშვო მატარებელი - 1,00 ლარი
    •    მეკობრეები - 1,00 ლარი
    •    საბავშვო ავტორალი - 1,00 ლარი
    •    ავტოდრომი - 3,00 ლარი
    •    მიმოხილვის ბორბალი - 1,00 ლარი
    •    მფრინავი თეფში - 3,00 ლარი
    •    სპორტული ტირი - 3,00 ლარი

    ასევე პარკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს კაფე სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და მიირთვათ სხვადასხვა სახის გამაგრილებელი სასმელები, ასევე თქვენს პატარას გადაუხადოთ დაუვიწყარი დაბადების დღე.

ფოტოგალერეა:

View the embedded image gallery online at:
http://www.infokutaisi.com/index.php/park#sigProGalleriad650bcd4f5