Menu

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია ,,კოლხა ტური’’ შემოვიდა

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია ,,კოლხა ტური’’ შემოვიდა

ტურისტული კომპანია ,,კოლხა ტური’’ დამსვენებლებს  სათვგადასავლო  და ექსტრემალურ ტურებს სთავაზობს, თუმცა კომპანიის ძირითდი მიმართულება ექსტრემალური ტურები არის.  მენეჯმენტი  მომხმარებლის მოზიდვას მაღალი ხარისხის მომსახურებითა და ხელმისაწვდომი ფასებით გეგმავს.

 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი ექსტრემის მოყვარულებს  ნაკლებად  ცნობილ მღვიმეებში ცოცვას და საშუალო სირთულის დაბრკოლებების გადალახვას გამოცდილ მთამსვლელ ინსტუქტორებთან ერთად სთვაზობენ.

გარდა ამისა, სპეციალურად ექსტრემალებისთვის არის  საჯომარდო  ტურები  ქუთაისსა და რაჭაში მდინარე რიონზე.  ღირებულება 30- ლარიდან 125- ლარამდე მერყეობს. ფასში შედის :  ტრანსპორტირება,  კვება  და საჯომარდო აღჭურვილობა.

კომპანიის შეთავაზეებებში სტანდარტული ტურისტული  მიმართულებებიც შედის: ეთნოგრაფიული ტური სვანეთში, ანაკლიისა და ზუგდიდის მონახულებით.   

ერთდღიანი ტურები ეწყობა რუისში, ურბნისში,ყინწვისში, სამწევრისში, ატენის სიონში, უფლისციხეში და ა.შ.

2-დღიანი ტურების ფარგლებში კი ტურისტებს ტაო-კლარჯეთსა და ხევსურეთის მონახულება შეუძლია.

ზემოთ


Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 652

Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 654