Menu

პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს!

პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს!

“1872 წლის 10 ოქტომბერს თბილისიდან ფოთში მატარებელი პირველად ჩავიდა. ჩავიდა ისე, რომ ქ.ქუთაისი არ გაუვლია. შეცდომა 1877 წელს მცირედ გამოსწორდა მაშინ, როცა სარკინიგზო მაგისტრალს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ჩიხით შეუერთდა.
თითქმის საუკუნე ნახევრის შემდეგ საქართველოს მთავარი ავტომაგისტრალი ქუთაისს 12 კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის. დასავლეთშიც არ გადის ჰაივეი და ავტობანები ქალაქის ცენტრში და ამით თითქოს არაფერი იცვლება, მაგრამ აბრეშუმის გზის ის მონაკვეთი, რომელიც ქუთაისს კვეთს, ქალაქის ძირითად ბიზნეს არტერიად ითვლება და არცთუ ისე ცოტა მოსახლის შემოსავლის წყაროა.

 

მე-19 საუკუნის ბოლოს მოსახლეობა 25 ათასს არ აღემატებოდა. შემოსავალი კი ეკლესიის ქვასატეხების, სასაკლაოს, სასწორების, ფარეხებისა და ხიდების იჯარით გაცემის შედეგად ამოღებული თანხა იყო. დღეს ოფიციალური მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა თითქმის 200 000-ია, მიმდინარე ბიუჯეტი 60 000 000 ლარამდე.
ქუთაისი  მაშინაც არ იყო და არც ახლა არის დოვლათით გამორჩეული, ეკონომიკურად „წელგამართული“ ქალაქი, თუმცა მისმა სტატუსმა ის ერთხელ გადაარჩინა. მეფის რუსეთის დროს გუბერნიიის ცენტრობამ ქალაქს სხვა დატვირთვა და მნიშვნელობა შესძინა.

ქუთაისის ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემა ინტელექტის აკუმულირება და ადამიანების შესაძლებლობების ადგილზე რეალიზაციის შეთავაზებაა. რასაც ის სამწუხაროდ აქამდე  ვერ აკეთებდა.

პარლამენტის წაღების იდეის მხარდამჭერთა აზრით ქუთაისს სხვა ტიპის დახმარება სჭრდება,
„ქუთაისი უნდა გახდეს ინდუსტრიული და საგანმანათლებლო ცენტრი“- თქვა პრემიერმა ივანიშვილმა

ქალაქი რომ საუნივერსიტეტო ცენტრად აქციო, ქვეყნის დარჩენილ ნაწილში ფუნქციონირებად უნივერსიტეტებს უნდა აიძულო ქუთაისში გადასახლება, მათ შორის ივ. ჯავახიშვილის სახელობის „დედა უნივერსიტეტს“ , რომელიც საქართველოს ისტორიისთვის ოდნავ მეტია ვიდრე საგანმანათლებო დაწესებულება და სხვა პრესტიჟულ და რეიტინგულ უნივერსიტეტებს, რომლთა დიდი ნაწილი მოსახლეობის რიცხოვნებიდან გამომდინარე სწორედ დედაქალაქში მდებარეობს. ასეთი რამ რთული წარმოსადგენია და განსახორციელებლადაც ძნელი. სხვა შემთხვევაში ქუთაისის საუნივერსიტეტო ცენტრად ვერ იქცევა. ადგილობრივი უნივერსიტეტი მოთხოვნას ისედაც აკმაყოფილებს და რა ხელოვნური პროცესი უნდა განვითარდეს  უახლოეს მომავალში ამ ბაზარზე რომ თბილისელმა ახმეტელმა, სტეფანწმინდელმა სტუდენტმა არჩევანი დედაქალაქის ნაცვლად ქუთაისზე გააკეთოს ,ფანტაზიის სფეროს ჯერ  გაუშიფრავ და მიუწვდომელ ნაწილს მიეკუთვნება.

უნივესრსიტეტისა რა მოგახსენოთ, მაგრამ  ქუთაისის მოსახლეობის  მეოცნებე ნაწილი ინდუსტრიის მშენებლის სტატუსის დაბრუნებასთან დაკავშირებით იმედიანადაა განწყობილი. მაშინ, როცა „ამერიკული ოცნება“  და „დასავლეთის პარიზი“-დეტროიტი, მანქანათ მშენებლობის მიტოვებულ დედაქალაქად იქცა, ქალაქი, სადაც ჰენრი ფორდმა მისი პირველი შედევრი ააწყო და მანქანათმშენებლობამ იგი მსოფლიოს ინდუსტრიულ ცენტრად აქცია- გაკოტრებულად გამოცხადდა, ოდესღაც „საავტომობილო მრეწველობის გიგანტი“ ქუთაისი მკვიდრ მოსახლეობის ნაწილთან ერთად, ინდუსტრიის რელსებზე ამაყად დაბრუნებას ელის. ეს მ ი ა მ ი ტ ო ბ ი ს ერთ-ერთ განმარტებადაც გამოდგება.

ამასობაში პარლამენტის გადატანის საკითხს ქალაქი ჩვეული ინდიფერენტულობით და დუმილით „ეხმაურება“ და ვერ აფასებს იმ შანსს, რაც მას მიეცა, ქალაქის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი  სხვა, ახალ რეალობას ამკვიდრებს ქუთაისის სინამდვილეში.

ეს შანსი გამოსაყენებელია. ისტორიული გადაწყვეტილება რაც დანარჩენი საქართველოს განვითარებასაც შეუწყობს ხელს, ერთეული ადამიანების ახირებას არ უნდა გადაყვეს, ადამიანებისა, რომელთა უმრავლესობას პარლამენტის თბილისში დასაბრუნებლად ერთადერთი რეალური მიზეზი აქვთ: მათ უბრალოდ არ მოსწონთ ქუთაისი და ვერ ეგუებიან მას!

ვისაც ინდუსტრიის აღორძინება ქუთაისში გადაგიწყვეტიათ ღმერთმა ხეირი მოგცეთ, ოღონდ ჩვენს ხარჯზე არა- თავისუფალი საბაზრო ეკომომიკის პირობებში. ვისაც საუნივერსიტეტო ცენტრად ქცევა მოგიწადინებიათ, არც თქვენ მოგიშალოთ იმედი ღმერთმა..

მაგრამ, ვისაც გვჯერა რომ პარლამენტის ქალაქში არსებობით ქუთაისს მხოლოდ განვითარება ელის და ეს ერთ-ერთია იმ მცირე შანსთაგან, რაც ქალაქის ყოფნა არ ყოფნის პრობლემას დადებითად სწყვეტს- გვაცადეთ რომ ასე გვეჯეროდს,  თუ სხვაგვარი დახმარება სჭირდება ქალაქს სხვაგვარადაც დაეხმარეთ ქუთაისს, ოღონდ პარლამენტს შეეშვით!

სილიპისტრო კვაჭანტირაძის ოჯახში კვაჭი რომ გაჩნდა, ქუთაისში პარლამენტის აშენებამდე ბევრი დრო იყო დარჩენილი, მაშინ რომ პარლამენტი ქუთაისში ყოფილიყო,ვინ იცის  აშორდიასგან აზნოურობა მიღებული, გიმნაზია დამთავრებული სამტრედიელი რაინდი კვაჭი რა ცხოვრებას დაადგებოდა მომავალში და რამდენ ხათაბალას ასცდებოდა?!   :)


 

წყარო: http://ertaoz.wordpress.com/

ზემოთ


Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 652

Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 654