Menu

2 მაისს "გვირილობას" ქუთაისს "სხვა შუადღე" მიულოცავს

2 მაისს "გვირილობას" ქუთაისს "სხვა შუადღე" მიულოცავს

27 აპრილს თეთრხიდზე უჩვეულო სიტუაციის მომსწრე გახდა საზოგადოება, კერძოდ, გადაღებებს "რუსთავი 2" –ის გადაცემა "სხვა შუა დღე" –ს შემოქმედბითი ჯგუფი აწარმოებს, გადაცემის თემაა ქუთაისი, კერძოდ კი "გვირილობის" დღესასწაული.
ჩანაწერი "რუსთავი 2"– ის ეთერში ორ მაისს გავა და მთლიანად ქუთაისს დაეთმობა. ქალაქის ისტორიას და მის ღირშესანიშნაობებს, თუმცა მთავარი ხაზი მაინც "გვირილობის" ქუთაისური დღესასწაული იქნება.

 

"ძალიან ბევრი დაგვრჩა ქუთაისში გადასაღები, ვერ გავწვდით ყველაფერს.  მაგრამ შეძლებისდაგვარად გვინდა, რომ მთელი ეს ორსაათანახევარი მივუძღვნათ ქუთაისს და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ "გვირილობის" ლამაზი ტრადიცია", –ამბობს გადაცემის პროდიუსერი თამუნა კვერნაძე.

"გვირილობა" გადაცემის წამყვანების სამოსის აქსესუარებშიც აისახა. ისინი თეთრ ხიდზე სახელდახელოდ მოწყობილი სტუდიიდან გვირილების ფონზე საუბრობდნენ ქუთაისზე.
აღნიშნული ჩანაწერი 2 მაისს გავა "რუსთავი 2"– ის ეთერში, თუმცა იქნება პირდაპირი ჩართვა ქუთაისში გამართულ ორმაისობის დღესასწაულიდან, რომელიც ქალაქში სავარაუდოდ ნაკლებ პომპეზურად აღინიშნება.
გადაცემას მასპინძლობას ქალაქის მერიის კულტურის სამსახური უწევდა, რომლის ხელმძღვანელიც, თემურ ცამციშვილი, ამ კონკრეტული გადაცემის თანაწამყვანიც იქნება.


 

ტექსტი აღებულია "ახალი გაზეთის" ინტერნეტ გვერდიდან

ზემოთ


Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 652

Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 654