Menu

გიორგი ონიანი თამაშის დროს მძიმედ დაშავდა

გიორგი ონიანი თამაშის დროს მძიმედ დაშავდა

გასულ კვირას, ქუთაისის ს.კ. "ტორპედო" გასვლით მატჩიდან, რომელიც ბოლნისის სიონთან გაიმართა, შინ ტრანვირებული ფეხბურთელით დაბრუნდა.

20 ნომრით მოთამაშე ახალგაზრდა მცველმა, გიორგი ონიანმა, მძიმე ტრამვა მიიღო რასაც მედიკოსების ოპერაცია დასჭირდა, სპეციალისტების თქმით რეაბილიტაციის შემდეგ, რომელსაც რამდენიმე თვე დასჭირდება, გიორგი შესძლებს დაუბრუნდეს სტადიონს.

ამ ფაქტთან დაკავშრებით, საინფორმაციო პორტალმა "Geo sport"-ი საინტერესო ინიციატივით გამოვიდა, გთავაზბთ ტექსტს უცვლელად:

"დღეს მას უდიდესი მორალური მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, მედია საშუალებებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საფეხბურთო კლუბებსა და უბრალოდ გულშემატკივარს, რომ გვერდით დავუდგეთ ამ ნიჭიერ ქართველ კაცს და ვუთხრათ: ონო, ჩვენ შენს გვერდით ვართ!

ამასთან დაკავშირებით, გვსურს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბებს შევთავაზოთ იდეა, 14 აპრილს გასამართი ჩემპიონატის ტურის მატჩებზე, თითოეული ფეხბურთელი მოედანზე გავიდეს სპეციალური მაისურით, რომელზეც იქნება გიორგის მხარდასაჭერი მოწოდება: ონო, ჩვენ შენ გვერდით ვართ!

იმედია, ყველა საფეხბურთო სუბიექტი გაგებით და მონდომებით მოეკიდება ამ შეთავზებას და ასეთი ფორმით გამოხატავს მხარდაჭერას."

ზემოთ


Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 652

Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 654