Menu

"ახალი წელი 2015" ქუთაისში

"ახალი წელი 2015" ქუთაისში

ქუთაისის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის განყოფილება აქვეყნებს საახალწლო ღონისძიებათა ჩამონათვალს.

ჩვენი საახალწლო პროგრამა
31 დეკემბერი, 13:00სთ

თოვლის ბაბუასა და ზღაპრის გმირების საზეიმო სვლა ქალაქის ცენტრში ბერიკებთან და ნიღბების თეატრის მსახიობებთან ერთად. ბავშვებს თოვლის ბაბუა დაურიგებს ტკბილეულს.
პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება ლამპიონებით განათებული მცირე ზომის საახალწლო ქალაქი, სადაც ბავშვებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ სააახალწლო გოზინაყი.
მოეწყობა ხელთნაკეთი საახალწლო აქსესუარებისა და მისალოცი ბარათების გამოფენა.
20:00სთ -  შავფაროსნების საახალწლო მილოცვა თეატრალიზებული წარმოდგენით ქალაქის მოსახლეობისათვის ლ. მესხიშვილის თეატრის კიბეებზე.
21:00სთ -  საზეიმო გალა-კონცერტი. წამყვანები აკო ანდღულაძე, სოფიო სვანიძე. კონცერტში მონაწილეობენ:
თორნიკე ყიფიანი ბენდით
ნუკრი კაპანაძე
ლადო ჯანელიძე
პანჩო
კახა კუხიანიძე
მარიამ კახელიშვილი
მიშა სულუხია
ჯგუფი "სეიშენი"
ჯგუფი "განგაში"
ჯგუფი "რევანში"
ჯგუფი "ქართული ეფექტი"
ინდირა ჯგერენაია.
00:00სთ - საზეიმო მილოცვა, "მრავალჟამიერი"(სახელმწიფო ანსამბლი)
ფოიერვერკი
2 იანვარი 13:00სთ - მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი. ნიღბების თეატრის წარმოდგენა. პატარებისათვის საჩუქრების გადაცემა.
3 იანვარი 15:00სთ - ყინულის მოედანი გიწვევთ საბავშვო გასართობ პროგრამაზე.
4 იანვარი 15:00სთ - "ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი" (ლ. მესხიშვილის სახ. თეატრი)
5 იანვარი - ლ. მესხიშვილის სახ. თეატრი ქართველი კინომსახიობებისა და ესტრადის ვარსკვლავების შოუ-კონცერტი
6 იანვარი - ლ. მესხიშვილის სახ. თეატრი - კინომსახიობთა თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს "ხვალ შობაა".
7 იანვარი 10:00სთ - ალილოს მსვლელობა.
8 იანვარი - ლ. მესხიშვილის სახ. თეატრი - "ზაფხულის ღამის სიზმარი"
13 იანვარი - ლ. მესხიშვილის სახ. თეატრი - "ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი".

ზემოთ


Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 652

Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 654