IPB
X   საიტის შეტყობინება
(შეტყობინება ავტომატურად დაიხურება 2 წამში)

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
პასუხის დამატება ახალი თემა
ნინო ჭავჭავაძე და ალექსანდრე გრიბოედოვი
tamo
პოსტი May 15 2010, 03:04 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moder
პოსტები: 9,394
რეგისტრ.: 29-March 10
წევრი №: 31




ნინო დაიბადა თბილისში 1812 წლის 4 ნოემბერს. ნინომ დაწყებითი განათლება სახლში მიიღო. მოგვიანებით იგი დადიოდა პრასკოვია ნიკოლაევნა არსენიევა-ახვერდოვას პანსიონში, სანკტ-პეტერბურგში.ახვერდოვას სასწავლებელში დიდგავროვანი ოჯახების შვილები სწავლობდნენ და ამან დიდი როლი შეასრულა როგორც ნინოს, ასევე მისი და-ძმების ცხოვრებაში.
ნინომ მეუღლე, რუსი პოეტი ალექსანდრე გრიბოედოვი (1795-1829), პრასკოვია ახვერდოვას სასწავლებელში გაიცნო. იგი პერსტიჟულ მოსკოვის უნივერსიტეტში მიიღეს, სადაც სამწერლო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და 1812 წელს მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი მიიღო. მან სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო და აქაც იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა. შემდგომი კარიერა რუსულ დიპლომატიურ სამსახურში განაგრძო და აქედან, 1813 წელს, ის სპარსეთში მოხვდა.გრიბოედოვს ახვერდოვებთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა და მათი მეშვეობით ჭავჭავაძეებთანაც დაამყარა ურთიერთობა. პრასკოვია ახვერდოვას ქალიშვილი დარია ახვერდოვა მოგვითხრობს, რომ " ალექსანდრე გრიბოედოვმა ნინო ჭავჭავაძე გამოარჩია. იგი ნინოს მუსიკას ასწავლიდა, ფრანგულად ელაპარაკებოდა და მისგან ქართულს სწავლობდა; ხანდახან ცხენებითაც სეირნობდნენ" თანდათანობით, მათი მეგობრობა ემოციურ ურთიერთობაში გადაიზარდა და, საბოლოოდ, სიყვარულითა და ქორწინებით დასრულდა.

ნინო ჭავჭავაძე და ალექსანდრე გრიბოედოვი

ნინო ჭავჭავაძე და ალექსანდრე გრიბოედოვი 1828 წლის 22 აგვისტოს სიონის ეკლესიაში დაქორწინდნენ. საქორწინო ცერემონიალი და ნადიმი წინანდლის მამულში გაგრძელდა, სადაც ჭავჭავაძეების ოჯახი ზაფხულობით ცხოვრობდა. სწორედ იქ გახსნა ალექსანდრე ჭავჭავაძემ ქვევრი, რომელშიც ნინოს ქორწინებამდე თექვსმეტი წლით ადრე ღვინო ჰქონდა გადანახული..

ახალდაქორწინებული წყვილი წინანდალში შესანიშნავ დროს ატარებდა: აწყობდნენ და მასპინძლობდნენ ელეგანტურ სალონურ საღამოებს და მუსიკაში საერთო ინტერესებს ამჟღავნებდნენ.წყვილს წინანდლის ბაღებში სეირნობა უყვარდა, განსაკუთრებით იმ ჩრდილიან ხეივანში, რომელსაც "სიყვარული" შეარქვეს. ამ ხეივანში ხშირად შეიძლებოდა მათი ხილვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, სიყვარულის სკამზე ჩამომჯდარნი, საუბარში იყვნენ გართულნი.

როდესაც ამას მოვალეობა მოითხოვდა, ალექსანდრე ხან აღმოსავლეთში, ხან მშობლიურ სანკტ-პეტერბურგში მიემგზავრებოდა, მაგრამ ძალიან უჭირდა მეუღლის საქართველოში დატოვება. ერთ-ერთ წერილში იგი მეუღლეს ჰპირდებოდა, რომ სპარსეთში დიპლომატური მისიის დასრულებისთანავე ისინი წინანდლის მამულში სამუდამოდ დასახლდებოდნენ.

სამწუხაროდ, ბედნიერი დრო, რომელიც ნინომ და ალექსანდრემ ქორწინებაში გაატარეს, მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდა. 1828 წელს, მათი ქორწინებიდან ოთხი თვის შემდეგ, როდესაც ნინო უკვე ბავშვს ელოდა, გრიბოედოვი კვლავ სპარსეთში გაემგზავრა. 1829 წლის თებერვალში იგი თეირანში მოკლეს, რადგან იმ პერიოდისათვის სპარსეთში ანტირუსული განწყობა მძვინვარებდა. წასვლის წინ, თითქოსდა წინათგრძნობის კარნახით, გრიბოედოვმა მეუღლეს დაუბარა: " თუკი სპარსეთში დავიღუპები, ჩემი სხეული იქ არ დატოვო. თბილისში, მამადავითის მონასტერში დამასაფლავეთ. " ქმრის სიკვდილმა ნინოზე წარმოუდგენლად მძიმედ იმოქმედა; ტრაგიკული ამბის გაგებიდან მეორე დღესვე მან ნაადრევად იმშობიარა და ვაჟი გააჩინა, რომელიც რამდენიმე საათში გარდაიცვალა.1829 წლის ივლისში ალექსანდრე გრიბოედოვი თბილისში, მთაწმინდაზე, წმინდა მამა დავითის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

ალექსანდრე გრიბოედოვი

მოგვიანებით ნინომ თავის სიძეს დავით დადიანს უთხრა:
"ალექსანდრე გრიბოედოვის მიმართ ჩემს სიყვარულზე უფრო დიდ ბედნიერებას ვერც კი წარმოვიდგენდი, მაგრამ ვაი, რომ ეს სიყვარული მომტაცეს და მან ჩემი ბედნიერებაც თან გაიყოლა. ახლა ჩემი სიყვარული მთაწმინდაზე ასვენია და ჩემი სიყვარულით ანთებული გულიც მასთან ერთად საფლავში წევს, … როდესაც ეს სიყვარული გაქრება, მეც მოვკვდები, ფიზიკურად და მორალურადაც,…… ბევრი ადამიანი არსებობს, რომლებსაც ასეთი რამ ვერც კი წარმოუდგენიათ; ასეთები ნამდვილად მაცვიფრებენ. ალბათ, მათ არასოდეს არავინ ჰყვარებიათ და, ალბათ, ვერც ვერავის შეიყვარებენ."

როდესაც ალექსანდრე გრიბოედოვი მოკლეს, ნინო მხოლოდ 16 წლის იყო და გარს უთვალავი თაყვანისმცემელი ეხვია, აღარ გათხოვილა.
მშობლების გარდაცვალების შემდეგ, 1846-1847 წლებში, მთელ მამულს ნინო მართავდა. როდესაც მისი და ეკატერინე გათხოვდა, ნინო ზრდიდა უმცროს დას, სოფიოს, რომელიც იმ დროისათვის 10 წლის იყო. როგორც კი მისი ძმის, დავითის შვილები წამოიზარდნენ, ნინომ მათი აღზრდა და გუვერნანტობა იკისრა. ახლახან გამოქვეყნებული მასალებიდან ჩანს, რომ იგი სახელმწიფო საქმეებშიც იყო ჩართული და, როდესაც მისი და, ეკატერინე სამეგრელოს დედოფალი იყო, სამეგრელოს . რეგიონის მართვაშიც მონაწილეობდა.სამეგრელოში ყოფნის დროს ნინომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართ დაინტერესება გამოიჩინა. მან 41 ქალი შეარჩია, რომლებიც ექთნები უნდა გამხდარიყვნენ, მათთვის საგანმანათლებლო პროგრამა შეიმუშავა და სასწავლო კურსს ორგანიზება გაუკეთა. აგრეთვე დიდია ნინოს წვლილი ალექსანდრე გრობოედოვის ნაწარმოებების გამოქვეყნებაში, რაც რუსეთის ლიტერატურული მემკვიდრეობის უძვირფასეს შენაძენს წარმოადგენს.მრავალი მისი თანამედროვის ნაწერებიდან აშკარად ჩანს, რომ ნინო დიდი პატივითა და სიყვარულით იყო გარემოცული. სიტყვები, როგორიცაა"სრულყოფილი," "ანგელოზისებრი" და "კეთილი" ხშირად გვხვდება მის ეპითეტებად, ხოლო ერთ-ერთ მოგონებაში მას მოიხსენიებენ, როგორც "მფარველ ანგელოზს, რომელსაც ყველა პატივს სცემს.

1857 წელს ნინო ჭავჭავაძე თბილისში მალარიით გარდაიცვალა. მისი სურვილის თანახმად, ნინო მთაწმინდაზე, მეუღლის გვერდით დაკრძალეს.



--------------------
http://www.youtube.com/watch?v=C8cK5vCLI9s

ყველაფერი კარგად იქნება :)

Be Happy :)
Go to the top of the page
+Quote Post
L-E-O-N-I
პოსტი May 15 2010, 03:47 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: GlobalMod
პოსტები: 1,546
რეგისტრ.: 26-March 10
წევრი №: 10



გვიყვარს და გვსიამოვნებს ქართველებს მითებით ცხოვრება..... პოლიტიკის ნაწილი იყო ეგ ქორწინება და ეგ სიყვარულიც მითი იყო.


--------------------
www.fotouniversum.blogspot.com - ჩემი ფოტობლოგი
Go to the top of the page
+Quote Post
tamo
პოსტი May 15 2010, 04:26 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Moder
პოსტები: 9,394
რეგისტრ.: 29-March 10
წევრი №: 31



ციტატა(L-E-O-N-I @ 15th May 2010 - 04:47 PM) *
პოლიტიკის ნაწილი იყო ეგ ქორწინება

შესაძლოა, გეთანხმები. თუმცა არა მარტო მათი, ბევრი ფაქტია როცა პოლიტიკის ნაწილი ხდებოდა და ხდება დღემდე ამ მიზნით ქორწინება.


--------------------
http://www.youtube.com/watch?v=C8cK5vCLI9s

ყველაფერი კარგად იქნება :)

Be Happy :)
Go to the top of the page
+Quote Post

პასუხის დამატება ახალი თემა
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2014 - 03:21 PM
Copyright © . Designed by DesignClub.ge DesignClub